გურჯაანის სოფლებში საირიგაციო მომსახურების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

„საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებმა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი მაჭავარიანთან ერთად, გურჯაანის რამდენიმე სოფელში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზისუბნის, შაშიანის, კალაურის, ვაჩნაძიანისა და კახიფარის მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია კახეთის რეგიონში სარწყავი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. შეხვედრებზე ასევე განიხილეს სახელმწიფოს მიერ საირიგაციო მომსახურების ტარიფის სუბსიდირების არსებული სქემა.

ფერმერებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის წყალსარგებლობის განრიგის დაგეგმვის პროცესს, მორწყვის ჯერადობებსა და საირიგაციო მომსახურების მიღების პირობებს.

შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სარწყავი წყლის ხელმისაწვდომობისა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობაზე.

მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს კომპანიასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის პირდაპირი კომუნიკაციის გაძლიერებას, არსებული გამოწვევების დროულ იდენტიფიცირებას, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრასა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები