გიორგი ვოლსკი: საქართველო, როგორც ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი, როგორც საკვანძო ქვეყანა შუა დერეფანში, მიისწრაფვის, რომ ჩინეთთან ჰქონდეს ახლო, ინტენსიური ურთიერთობები

“საქართველოც, როგორც ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი, როგორც საკვანძო ქვეყანა შუა დერეფანში, მიისწრაფვის, რომ ჩინეთთან ჰქონდეს ახლო, ინტენსიური ურთიერთობები”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის დელეგაციასთან ერთად ჩინეთში იმყოფება.

მისი თქმით, ჩინეთთან ურთიერთობა მთელი მსოფლიოსთვის ინტერესის სფეროში შედის.

„საგანგებო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩინეთთან ურთიერთობებს და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ინტერესების სფერო – მთელი მსოფლიო მიისწრაფვის ჩინეთისკენ. როგორც კი განვითარდება სამშვიდობო პროცესები, მოლაპარაკებების პროცესში როგორც კი გადავა ის მძიმე სიტუაცია, რაც მსოფლიოშია, ჩინეთი იქნება ერთ-ერთი ცენტრი ეკონომიკური, თუ პოლიტიკური ურთიერთობების სტაბილიზაციისთვის. საქართველოც, როგორც ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი, როგორც საკვანძო ქვეყანა შუა დერეფანში, მიისწრაფვის, რომ ჩინეთთან ჰქონდეს ახლო, ინტენსიური ურთიერთობები“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები