დონალდ ტრამპი: პრეზიდენტობის პირველივე დღიდან მე ძლიერი შეიარაღებული ძალებისთვის ვიბრძვი, პუტინს კი ეს არ სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეარხ CBN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონის გამარჯვება უფრო აწყობდა. ტრამპმა აღნიშნა, რომ კლინტონის გამარჯვების შემთხვევაში, აშშ-ის შეირაღებული ძალები გაკოტრდებოდა.
„ჰილარი კლინტონს არჩევნებში რომ გაემარჯვა, ჩვენი შეიარაღებული ძალები გაკოტრებული იქნებოდა. აი რა არ მოსწონს პუტინს ჩემში. პრეზიდენტობის პირველივე დღიდან მე ძლიერი შეიარაღებული ძალებისთვის ვიბრძვი, მას კი ეს არ სურს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, აშშ ენერგორესურსების ექსპორტირებას აპირებს, რაც პუტინს არ სურს.
„ჰილარი კლინტონი არ დახარჯავდა ფულს შეიარაღებულ ძალებზე. ბევრი რამეა ისეთი, რასაც მე ვაკეთებ და რაც ეწინააღმდეგება იმას, რაც პუტინს სურს. ჩვენ ენერგორესურსების ექსპორტირებას ვაპირებთ. პუტინს კი ეს არ უნდა. მას ჰილარი უფრო აწყობდა, რომელსაც ქარის წისქვილების აშენება სურდა. ასეთ შემთხვევაში, ენერგორესურსების ფასი გაიზრდებოდა, ხოლო რუსეთი კი ძალიან არის დამოკიდებული ენერგორესურსებზე“, – დასძინა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები