სოფო ხორგუანი: პრეზიდენტი არის ქართული უპასუხისმგებლო პოლიტიკური სპექტრის ჭეშმარიტი წარმომადგენელი

მარგველაშვილს არ აქვს იმხელა პოლიტიკური წარსული, რომ ასე გარყვნილიყო პოლიტიკურად”, -ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უფლებადამცველმა სოფო ხორგუანმა განაცხადა. ხორგუანს მიაჩნია, რომ მარგველაშვილის განცხადებები საფუძველს მოკლებულია. ხორგუანი პრეზიდენტს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს უწოდებს.
„პრეზიდენტი არის ქართული უპასუხისმგებლო პოლიტიკური სპექტრის ჭეშმარიტი წარმომადგენელი. მან დაკარგა ის შანსი, რომ ხალხოსნური პრეზიდენტი გამხდარიყო, მაგრამ ის დარჩა გია ხუხაშვილის მისი აალი „გუგრუს“ ტყვეობაში. მას შეეძლო, ყოფილიყო განმანათლებელი, მაგრამ მან გადაწყვიტა გამყარებულიყო სასახლეში და ალაგ-ალაგ ვეტოები ესროლა თეთრი ხელთათმანებივით ჩვენთვის“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები