სოფო ხორგუანი: კონსტიტუციასთან დაკავშირებით, დიალოგის შანსს ვერ ვხედავ

“მორიგება, კონსენსუსი ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარემ დათმოს რაღაც”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უფლებადამცველმა სოფო ხორგუანმა განაცხადა.
ხორგუანი თვლის, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ შედგება, რადგან მხარეები ამის სურვილს არ ამჟღავნებენ.
„მე მაინტერესებს, რა სარგებელს მივიღებ, როგორც მოქალაქე, რა სარგებელს მივიღებ თუ მომავალ არჩევნებზე, როგორც ფეოდალები, მეყოლებიან მაჟორიტარები. მე კონსტიტუციასთან დაკავშირებით, დიალოგის შანსს ვერ ვხედავ, რადგან არცერთი მხარე არ აპირებს დათმობაზე წასვლას. ჩვენი ქვეყნის პრობლემა ისაა, რომ პოლიტიკოსებს პასუხისმგებლობის გრძნობა არ აქვთ“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა „კვირას’ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ხორგუანი თვლის, რომ კონსტიტუცია, დღევანდელი სახით, იმაზე უკეთესია, ვიდრე დღემდე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები