სოფო ხორგუანი: რუსეთთან თუ მიდიხარ, ერთადერთი უნდა უთხრა: “შენ ხარ ოკუპანტი”

რუსეთთან არანაირი პოლიტიკის წარმოება, რაიმეზე ლაპარაკი, გარდა იმის, რომ ის ოკუპანტია, წარმოუდგენელია”,-ამის შესახებ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უფლებადამცველმა, სოფო ხორგუანმა განაცხადა.
ხორგუანი თვლის, რომ რუსეთთან ამ ეტაპზე, რაიმე სახის პოლიტიკის წარმოებაზე საუბარი წარმოუდგენელია.
„რუსეთი არ ეგუება იმას, რომ ის არის ოკუპანტი, ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს, ჩვენ რუსეთთან უნდა ვაწარმოოთ ის პოლიტიკა, რაც შეიძლება გვქონდეს ოკუპანტ ქვეყანასთან. რაც შეეხება იმას, რომელ პოლიტიკოსს რა ურთიერთობა აქვს რუსეთთან, ეს მათი გემოვნების საკითხია და მე ამას ვერ შევაფასებ, ერთი იმას ვთვლი, რომ თუ მიდიხარ რუსეთთან უნდა უთხრა: შენ ხარ ოკუპანტი”. ეს არის „კვაზი“, არაღიარებული სახელმწიფოები, რასაც აცხადებს საერთაშორისო საზოგადოება“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები