ლოჭინის ხიდიდან აეროპორტის ხიდების მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური აეროპორტის ხიდიდან ლოჭინის ხიდამდე არსებული გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას იწყებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კახეთთან დამაკავშირებელი გზის ამ მონაკვეთის რეაბილიტაცია დღეს, 12 ივლისს დაიწყება და მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. გზის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4.5 მლნ ლარი დაიხარჯება.
სამშენებლო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია შპს “ენკო” შეასრულებს. საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ლოჭინის ხიდიდან აეროპორტის ხიდების მიმართულებით. თბილისის მერია მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები