ირაკლი კობახიძე: აუდიტის სამსახურის უფროსი გამწესდება არაუგვიანეს სექტემბრისა

“აუდიტის სამსახურის უფროსი გამწესდება არაუგვიანეს სექტემბრისა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აუდიტის სამსახურის ახალი უფროსის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გენერალური აუდიტორის კანდიდატურასთან დაკავშირებით, გუნდში კონსულტაციები გაიმართება. „რაც შეეხება კანდიდატებს, ჯერჯერობით არც ერთ კანდიდატს არ ვასახელებთ, გვექნება კონსულტაციები გუნდში. რა თქმა უნდა, ეს არის ერთპიროვნული გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარის, თუმცა გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა, გადაწყვეტილებას იღებს გუნდი. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ჩვენ, კანდიდატთან დაკავშირებით, კონსულტაციები გვექნება გუნდთან და ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები