სუს-ის უფროსის მოადგილე სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) რეგიონალურ წარმომადგენელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) რეგიონალურ წარმომადგენელს,  იოჰანეს ფან დერ კლაუსს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

მხარეებმა  გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის როლსა და  დაცვის ღონისძიებებზე,  ასევე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის  პრიორიტეტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები