„პრეზიდენტი კი არ არის იზოლაციაში, არამედ მმართველი გუნდი აღმოჩნდა იზოლაციაში“

“პრეზიდენტი კი არ არის იზოლაციაში, არამედ მმართველი გუნდი აღმოჩნდა იზოლაციაში”, – ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა.
ამით ის პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, „საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში პრეზიდენტის პოზიტიური როლის გამოკვეთა შეუძლებელია“.
“განცხადებები იმის თაობაზე, რაც ისმის ბოლო დროს, რომ უშიშროების საბჭოს არ ეხება ოკუპაცია, რომ კონსტიტუციის განხილვა არ ეხება ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს და კონსტიტუციის გარანტს, ჩვენი აზრით, ზოგადად, სცილდება კომენტირების ზღვარსაც კი. ასეთ ვითარებაში, პრეზიდენტი კი არ არის იზოლაციაში, არამედ მმართველი გუნდი აღმოჩნდა იზოლაციაში, რასაც ჩვენ თავიდანვე აღვნიშნავდით“, – განაცხადა მიშველაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ მსგავსი განცხადებები მმართველ გუნდს საერთაშორისო კრიტიკის ობიექტად აქცევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები