„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი დადასტურდა

„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ორგანიზაციის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილი დაადასტურეს. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC” Al Sumaria წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა მოკლე განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილის შესახებ არის ნათქვამი.

შეგახსენებთ, რომ არსებობდა ვარაუდი იმის თაობაზე, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი რუსეთის ავიაციის დარტყმების დროს გარდაიცვალა სირიაში, ქალაქ რაყასთან მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა ეს ინფორმაცია დადასტურებული არ იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები