იანოშ ჰერმანი: ჩვენ ვგმობთ ბორდერიზაციისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს

“ევროკავშირი ყველგან აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას და გმობს ბორდერიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა განუცხადა.
„სიტუაციის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან ვიღებთ. ჩვენ ვგმობთ ბორდერიზაციისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს, რის გამოც დაბრკოლება ექმნება ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ეწინააღმდეგება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების რეზოლუციას. ეს საკითხი არის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დღის წესრიგში, რომელშიც ევროკავშირიც ჩართულია.
სიტუაციის გათვალისწინებით, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ევროკავშირი ყველგან აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერას“, – განუცხადა იანოშ ჰერმანმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები