ქარელის მოსახლეობა განახლებული გზით ისარგებლებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუნიციპალიტეტებში შიდა გზების რეაბილიტაცია-მშენებლობას ახორციელებს. ქარელის მუნიციპალიტეტში, მოხისი-კოდა-ვარდისუბანის 5- კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს, დაიგება ასფალტის საფარი. სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც, ადგილობრივები განახლებულ გზაზე კომფორტულად იმგზავრებენ.

მიმდინარე სამუშაოები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურამ ალავიძემ დაათვალიერა. ათეული წლების განმავლობაში, ადგილობრივ მოსახლეობას მოუწესრიგებელი გზის გამო, გადაადგილების პრობლემები ექმნებოდა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 1 300 000 ლარზე მეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები