“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” პეკინის გამზირზე სამუშაოების მნიშვნელოვან ნაწილს ასრულებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს, წყალმომარაგების ქსელზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების დიდ ნაწილს ასრულებს.
კომპანიამ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის სრულად შეცვალა 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი წყალსადენის 1.5 კმ სიგრძის ქსელი. ექსპლუატაციაში გასაშვებად, განახლებულ წყალსადენს კომპანიის წარმომადგენლებმა ჰიდროტესტირება ჩაუტარეს.
წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, განახლებულ ქსელზე 12 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.
პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს, წყალმომარაგების ახალი ქსელის ბოლო მონაკვეთი დღეს გადაერთდება და ექსპლუატაციაში შევა.
კომპანია ახალი ქსელის გადაერთებას ხვალ, 12 ივლისს, დილის 9 საათზე დაასრულებს.
ივლისის მეორე ნახევრიდან, სამუშაოების ახალი ეტაპი, 1000 მმ-იანი და 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური ქსელების 1.3 კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება. ასევე, პეკინის გამზირის მარჯვენა მხარეს სრულად შეიცვლება წყალსადენის 355 მმ-იანი და 160 მმ-იანი 1.5 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელები.
დღეს, პეკინის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალურ დირექტორთან, გიორგი ცხადაძესთან და მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.
,,სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად, გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების სრული დაცვით მიმდინარეობს. მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემის ძირითადი ნაწილი სრულად შეიცვალა. პეკინის გამზირის მარცხენა მხარეს სამუშაოებს ვასრულებთ და მოპირდაპირე მხარეს ვინაცვლებთ. ამის შემდეგ, დავიწყებთ ტროტუარების კეთილმოწყობას და გზის საფარის აღდგენას“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” გენერალური დირექტორი, გიორგი ცხადაძე აღნიშნავს: „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” პეკინის გამზირზე გეგმის 60% უკვე განახორციელა, წყალსადენისა და წყალარინების ქსელზე დაგეგმილი მასშტაბური სამუშაოები, კომპანიის მხრიდან 11 აგვისტოს საბოლოოდ დასრულდება“.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აღნიშნულ პროექტში 3 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები