ქეთევან ციხელაშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ფორმის დაბრკოლების აღმართვა არის ჩვენთვის მიუღებელი

“საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ფორმის დაბრკოლების აღმართვა არის ჩვენთვის მიუღებელი”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებთან რუსული ოკუპაციის შეფასებისას განაცხადა.
”სამწუხაროდ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, პერიოდულად ვაწყდებით ასეთ ინციდენტებს, როდესაც სხვადასხვა ბარიკადების აღმართვა ხდება. 2013 წელს, ჩვენ შევძელით, საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზებით, ჩვენი ძალიან დიდი ძალისხმევით, ამ აქტიური პროცესის შეჩერება, მაგრამ ნებისმიერ მონაკვეთში, სადაც არ უნდა იყოს ეს, კავკასიონს ქედს მიღმა, სადაც გადის საქართველოს და რუსეთის საზღვარი, საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ფორმის დაბრკოლების აღმართვა არის ჩვენთვის მიუღებელი. რა თქმა უნდა, მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისაკენ, რომ ერთი მხრივ, მოხდეს ამგვარი ქმედებების პრევენცია და საბოლოო ჯამში, მავთულხლართების და სხვადასხვა მახინჯი ბარიკადების დემონტაჟი, რომელიც არა მხოლოდ უსაფრთხოების გამოწვევას ქმნის, არამედ, ადამიანებს უქმნის ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან დიდ პრობლემებს მიწაზე წვდომის, ოჯახებთან კონტაქტის და ა.შ.”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები