ერგნეთის შეხვედრაზე ე.წ. ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხებზე მსჯელობენ

ამ წუთებში, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სხდომაზე ე.წ. ბორდერიზაციისა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხებზე მსჯელობენ.
ქართული მხარე სოფელ ბერშუეთსა და სობისში ე.წ საზღვრის ახალი მანიშნებლის დამონტაჟების საკითხს კიდევ ერთხელ გააპროტესტებს.
გარდა ამისა, საუბარი იქნება იმ პრობლემებზე, რომელიც მოსახლეობას სადემარკაციო სამუშაოების გამო ექმნება.
ქართული მხარე შეხვედრაზე მოითხოვს, რომ მოსახლეობას საოკუპაციო ზოლში მოყოლილ მიწის ფართობზე მოსავლის აღების საშუალება მიეცეს, საჭიროების შემთხვევაში კი, ადგილობრივების მიწის საკუთრების დამადასტურებელ ყველა საჭირო დოკუმენტაციას წარუდგენს შეხვედრის მონაწილეებს.
ოკუპირებულმა ცხინვალმა დღეს ერგნეთის შეხვედრაზე წარმომადგენელი შეცვალა. კერძოდ, დავით სანაკოევის მაგივრად, შეხვედრას მურად ჯიოევი ესწრება. ის დე ფაქტო მთავრობის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეა.
ჯიოევის განცხადებით, შეხვედრაზე იგი სანაკოევს დროებით ცვლის. შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება ოკუპირებული ცხინვალის მიერ სოფელ იონჩასთან დაანონსებულ სადემარკაციო სამუშაოებზე.
შეხვედრაზე ქართული მხარე  ერთი წლის წინ დაკავებული გიორგი გიუნაშვილის უპირობოდ გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები