ვიქტორ დოლიძე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებზე საგანგებო დავალებათა ელჩები ჩვენი მხარდამჭერები არიან

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩები ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ვიქტორ დოლიძეს ხვდებიან.
როგორც ვიქტორ დოლიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბარში განმარტა, ელჩების ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ისინი საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის მხარდამჭერები არიან.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. ეს არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საკითხებზე 12 ელჩის, ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების ვიზიტი, რომლებიც ძალიან დიდი მხარდამჭერები არიან, როგორც საქართველოს ინტეგრაციის, ასევე, ჩვენს ქვეყანაში რეფორმების გატარების თვალსაზრისით.
ისინი დაესწრებიან 13-14 ივლისს, ბათუმის „საქართველოს ევროპული გზის“ კონფერენციას, სადაც გამართავენ უმაღლესი დონის შეხვედრებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრთან. ვისაუბრებთ და დიდ დროს დავუთმობთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ნოემბრის სამიტის საკითხებს“,- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები