აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩები საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან

აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩები საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან და 10-14 ივლისს შეხვედრებს მართავენ. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საგანგებო დავალებათა ელჩები ბულგარეთიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან, ესტონეთიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, შვედეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ვიქტორ დოლიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვახტანგ მახარობლიშვილთან და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფიო ქაცარავასთან.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის” საგანგებო დავალებათა ელჩების დელეგაცია საოკუპაციო ხაზს, ენგურის ხიდს, ხურჩასა და შამგონასაც მოინახულებს. ელჩები ადგილზე გაეცნობიან იქ არსებულ ვითარებას.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საგანგებო დავალებათა ელჩები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონფერენციაში – „საქართველოს ევროპული გზა”, რომელიც 13-14 ივლისს ქ. ბათუმში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები