გრიგოლეთში, ყოფილი გენერალური პროკურორი ჯამლეთ ბაბილაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა

75 წლის ასაკში, ყოფილი გენერალური პროკურორი – ჯამლეთ ბაბილაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯამლეთ ბაბილაშვილს გრიგოლეთში, ზღვაში შესვლისას, გული გაუხდა ცუდად, სავარაუდოდ, იგი ინფარქტით გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115 -ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ჯამლეთ ბაბილაშვილმა 1969 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
1971-1975წწ. უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი გახდა,
1975-1977წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი:
1977-1981წწ. საგარეჯოს რაიონის პროკურორად დაინიშნა;
1981-1986წწ. უზენაეს სასამართლოში ამიერკავკასიის ტრანსპორტის პროკურორის I მოადგილე გახდა; საქართველოს პროკურატურაში საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილედ და შემდეგ უფროსად დაინიშნა
(1990-1992); იყო უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის წევრი
1992-1993წწ. დაინიშნა. ქუთაისის პროკურორად;
1986 -1990წწ; ჯამლეთ ბაბილაშვილი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილედ 1993 წელს დაინიშნა, ხოლო 2002 წლამდე, მას საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ეკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები