სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია ახალი შემადგენლობით დამტკიცდა

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია ახალი შემადგენლობით დაამტკიცა. კომისიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა უხელმძღვანელებს. კომისიის შემადგენლობაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა, იუსტიციის, შინაგან საქმეთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა და თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები, უშიშროების საბჭოს, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები.
ცნობისთვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისია არის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო ორგანო, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანისა და საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე საქართველოს პოზიციის შემუშავების, მოლაპარაკებათა წარმართვის, შესაბამისი სამუშაოების ორგანიზების, ასევე, მეზობელ სახელმწიფოებთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის განსაზღვრასა და დადგენასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით იქმნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები