“კომპანია მთლიანად მე მეკუთვნის… რომელ პრივილეგიაზეა საუბარი, სამი ტენდერი ჩამიგდეს” – კომპანია „ბეიქერის“ მფლობელი

კომპანია „ბეიქერის“ მფლობელი სერგო ჯავახაძე მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ მის კომპანიასთან სუს-ის უფროსის ნათესავს, ზურაბ გიორგაძეს არანაირი კავშირი არ გააჩნია, შესაბამისად, ჯავახაძე კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე სახის პრივილეგიას. უფრო მეტიც, მისი თქმით, არაერთი ტენდერი, რომელიც კომპანია „ბექიერმა“ მოიგო, სრულიად უსამართლოდ ჩავარდა.
„თამუნა ჯუღელს ეკუთვნის კომპანიის 50 პროცენტი. მე გახლავართ ამ კომპანიის დირექტორი. არცერთ ეტაპზე არანაირი შეხება არ გვქონია გომელაურთან. კი ბატონო, ჩემი პარტნიორი ნამდვილად იყო ზურაბ გიორგაძე, მაგრამ იმის გამო, რომ მან კომპანიაში ვერანაირი ინვესტირების ჩადება ვერ შეძლო ეს ადამიანი კომპანიიდან რამდენიმე თვის წინ წავიდა. ახლა კომპანია მთლიანად ჩემს საკუთრებაშია და უახლოეს დღეებში ეს ოფიციალურად აისახება საჯარო რეესტრში. დაახლოებით ორი თვის წინ გავუშვი მისი დირექტორი ბატონი ველიჯანაშვილიც. რომელ ხელშეწყობაზე და პრივილეგიებზეა საუბარი?! სამი ტენდერი მაქვს მოგებული და მუდმივად მიუქმებდნენ ამ ტენდერს. ახლა სასჯელაღსრულების აუქციონი მოვიგეთ სრულიად სამართლიან რეჟიმში და ისევ ცდილობენ ხელი შეგვიშალონ. უკვე დასაქმებული გვყავს ათი პატიმარი, ასი ათასობით ლარის ინვესტიცია განვახორციელე. არანაირი გადაკვეთა გომელაურთან არ მქონია. ეს კომპანია მთლიანად მეკუთვნის მე და დამიჯერეთ არანაირი ხელშეწყობა არ მქონია, პირიქით შეგვექმნეს სერიოზული პრობლემები მოგებულ ტენდერებზე. ჩემი მთელი ქონება მაქვს ჩადებული ამ საქმეში და რას გვედავებიან, რეებს იგონებენ ჩემთვის გაუგებარია“, – აცხადებს სერგო ჯავახაძე.
მისივე თქმით, კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი გახლდათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის ბიძაშვილი თამაზ ველიჯანაშვილი, რომელიც შპს-დან დაახლოებით ორი თის წინ გაუშვეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები