ვარდისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ოთხი ახალგაზრდა დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ოთხი ახალგაზრდა დაშავდა.
BMW-ს მარკის ავტომობილში მყოფი ოთხი მგზავრიდან ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები