ხაშურში 3 ადამიანი დაჭრეს – დაკავებულია ერთი პირი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯვარეში სამი ადამიანი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით,  სავარაუდო ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები