ღაზას სექტორში საავადმყოფოზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა

ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად, ხან იუნისში, ევროპულ საავადმყოფოზე მიტანილი იერიშის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა,- ამის შესახებ “ჰამასის” მიერ მართული სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა.

ადგილობრივი წყაროების ცნობით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ღაზას სექტორში მდებარე საავადმყოფოში ერთდროულად ექვსი ბომბი ჩამოაგდეს, როგორც მის შიდა ეზოში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მათ “ჰამასის” ტერორისტებზე სამეთაურო და საკონტროლო ცენტრში ზუსტი დარტყმა განახორციელეს, რომელიც, მათი თქმით, საავადმყოფოს ქვეშ მდებარეობდა.

მოგვიანებით, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საჰაერო დარტყმის სამიზნე, შესაძლოა, „ჰამასის“ ლიდერი, მუჰამედ სინვარი ყოფილიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები