ზელენსკი დღეს ერდოღანს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
რუსეთთან დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებების შესახებ გადაწყვეტილებას ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს, რადგან როგორც ცნობილია, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ დაესწრება.
რუსული დელეგაციის წევრები, რომლებმაც უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებები უნდა გამართონ, სტამბოლში უკვე ჩაფრინდნენ.
ასევე თურქეთში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.
შეგახსენებთ, დღეს სტამბოლში უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებია დაგეგმილი, სადაც საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები.