რუსეთის თავდასხმას სუმის ოლქზე სამი ადამიანი ემსხვერპლა
რუსული მხარის მიერ სუმის ოლქში განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს სამი ადამიანი ემსხვერპლა,- ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ოლეგ გრიგორივი ავრცელებს.
გრიგორივის ცნობით, რუსეთის ჯარებმა სარაკეტო დარტყმა სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტს მიაყენეს.
როგორც მედია წერს, რუსეთი ბოლო რამდენიმე თვეა სუმის რეგიონზე განსაკუთრებით აქტიურ თავდასხმებს ახორციელებს.