“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული გურამ თირქია გიგი უგულავაზე: ვუთხარი ჩემ დისშვილს გუბერნატორი რეკავს-მეთქი – ეუბნება 5 მილიონი დოლარი მჭირდებაო, უარი რომ მიიღო ანზორისგან დაემუქრა ღიად, ყველაფერს წავართმევ თქვენს ბიძასო
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გურამ თირქიამ ისაუბრა.
მან ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც გიგი უგულავამ მის დისშვილს დაურეკა და 5 მილიონი მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიძისთვის ყველაფრის წართმევით დაემუქრა.
„მირეკავს გიგი [უგულავა], თქვენი დისშვილი თბილისში არისო. ვუთხარი ჩემ დისშვილს გუბერნატორი რეკავს მეთქი. მომეციო და ადგა სუფრიდან, ავდექი მეც და გავყევი. ჰოდა ეუბნება 5 მილიონი დოლარი მჭირდებაო. ფერი შეეცვალა, რა უჭირს საქართველოს მითხარი და რისთვის ვაგზავნი ხომ უნდა ვიცოდეო. დედამისი დასაფლავებულია ვაკეში, შარტავას გვერდით ჰოდა იქ რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა და მითხარით კონკრეტულად რისთვის გინდა ეს თანხაო. შენ ბიძას სასტუმროს ავუშენებ ერთსო. ნუ წუხდებით, ამას მე ავაშენებო და უარი რომ მიიღო ანზორისგან დაემუქრა ღიად, ყველაფერს წავართმევ თქვენს ბიძასო. უპასუხა რომ ეს შეიძლება დროებით წაართვათო ჩემ ბიძას, მაგრამ დასადგომ ადგილს საქართველოში თქვენ წაგართმევთო“, – განაცხადა გურამ თირქიამ.