“რუსეთთან ჩვენ არ გვექნება დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობები, ვიდრე ის არ გაიყვანს თავის ჯარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას” – სამხარაძე

“რუსეთთან ჩვენ არ გვექნება დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობები, ვიდრე რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არის წითელი ხაზი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთთან მიმართებით მმართველ გუნდს აქვს ძალიან მყარი, გაცხადებული პოზიცია, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ შეიცვლება.

” ჩვენ არ გვექნება რუსეთთან დიპლომატიური და პოლიტიკური ურთიერთობები, ვიდრე რუსეთი არ გაიყვანს თავის ჯარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის პოზიცია, რომელიც ადრე გვქონდა, ახლაც გვაქვს და გვექნება, ვიდრე ჩვენი პარტია იქნება ხელისუფლებაში. ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი. სავაჭრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებს რაც შეეხება, საქართველოს ინტერესშია, ჰქონდეს, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა, ივაჭროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან, თუმცა ეს, არ გამორიცხავს, რომ რუსეთთან პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები არ გვქონდეს. გადავხედოთ ბევრ ქვეყანას, რომელიც დღეს რუსეთთან არის დაპირისპირებული, სავაჭრო ურთიერთობებსაც ინარჩუნებენ, დიპლომატიური ურთიერთობებიც არავის არ შეუწყვეტია რუსეთთან. ამაში ჩვენი დადანაშაულება არის ფარისევლობა და სხვა არაფერი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები