სპარსული ენისა და ფირდოუსის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

15 მაისს, 17:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება სპარსული ენისა და ფირდოუსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
მწერალთა სახლის ინფორმაციით, მონაწილეობას მიიღებენ პოეტი და ირანისტი, ბელა შალვაშვილი − „შაჰნამეს“ ქართული თარგმანის ავტორი, და სკოლის მოსწავლეები, რომლებიც წაიკითხავენ ნაწყვეტებს სპარსული ეპოსიდან.
ფირდოუსი მე-10 საუკუნის სახელგანთქმული ირანელი პოეტია, რომლის შემოქმედებამ საფუძველი ჩაუყარა სპარსულ იდენტობასა და კულტურულ განვითარებას.
მისი მთავარი ქმნილება, „შაჰნამე“ − „მეფეთა წიგნი“, წარმოადგენს ორმოცდაათ წიგნად გაერთიანებულ ეპოსს, რომელიც 104 000-ზე მეტ სტრიქონს მოიცავს და აერთიანებს ისტორიულ ქრონიკებს, მითოლოგიურ გადმოცემებსა და ლეგენდებს.
ბელა შალვაშვილი ერთადერთია, ვინც ეს დიდი პოემა დამოუკიდებლად თარგმნა ქართულად. ის 40 წელი თარგმნიდა ნაწარმოებს. 2023 წელს ბელა შალვაშვილს მიენიჭა ირანის ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი უმაღლესი კულტურული ჯილდო − ფირდოუსის პრემია.
საღამო მწერალთა სახლისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები