დავით ვერავა, თბილისში ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი, ზუგდიდელი ახალგაზრდების ოჯახებს უსამძიმრებს

“სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ზუგდიდელი ახალგაზრდების ოჯახებს უსამძიმრებს,”- ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დავით ვერავამ ავარიის შედეგად დაშავებულ ახალგაზრდას გამოჯანმრთელება უსურვა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც ზუგდიდელი ახალგაზრდების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეგვძრა. ვუსამძიმრებ ახალგაზრდების ოჯახებს, ახლობლებსა და მეგობრებს. რთულია, ამ დროს ვიპოვოთ სანუგეშო სიტყვები. მომხდარი ტრაგედიის გამო, ზუგდიდის მერიასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბოლო ზართან დაკავშირებით 19 მაისს დაგეგმილი კონცერტი აღარ შედგება.

გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ავარიის შედეგად დაშავებულ ახალგაზრდას, რომლის გადარჩენაც ჩვენმა გმირმა მაშველებმა შეძლეს” – წერს სოციალურ ქსელში, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში დავით ვერავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები