ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე, 9 სართულიან საცხოვრებელ კორპუსთან ავტომობილი სამ არასრულწლოვანს დაეჯახა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ისინი გზაზე გადადიოდნენ.
სამივე მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.