„მუსლიმები ტერორიზმის წინააღმდეგ“ – აქცია პარიზში

„მუსლიმები ტერორიზმის წინააღმდეგ“ – ამ სლოგანით ევროპაში მცხოვრებმა მუსლიმებმა ბოლო წლებში ისლამისტი ექსტრემისტების მიერ განხორციელებული ტერაქტები გააპროტესტეს. საფრანგეთში, ბელგიასა და ბრიტანეთში მცხოვრებმა მუსლიმთა თემის წარმომადგენლებმა და იმამებმა აღლუმი პარიზიდან დაიწყეს. აქციის 60-მდე მონაწილეს ტუნისელი სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. მათი მიზანია ევროპულ საზოგადოებას ამგვარი ფორმით სოლიდარობა გამოუცხადონ და აუხსნან, რომ ექსტრემიზმს ისლამთან კავშირი არ აქვს.
სამშვიდობო აქციები ევროპის იმ ქალაქებში გაიმართება, სადაც ბოლო სამი წლის განმავლობაში, ტერორისტული აქტები განხორციელდა. პარიზი, ბრიუსელი, ნიცა, ბერლინი და ისევ პარიზი – ასეთია მუსლიმთა სამშვიდობო აღლუმის მარშრუტი დასავლეთ ევროპის ირგვლივ. აქციის მონაწილეები დაქირავებული ავტობუსებით გადაადგილდებიან. მუსლიმთა დღეს დაწყებული აღლუმი 14 ივლისს პარიზში დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები