უბედური შემთხვევა მარტვილში – მდინარე აბაშისწყალში 65 წლის მამაკაცი დაიხრჩო

მაშველებმა, მარტვილში, მდინარე აბაშისწყლიდან 65 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიყვანეს. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ადიდებულ მდინარეში 65 წლის მამაკაცი მსხვილფეხა პირუტყვის გამოსაყვანად შევიდა და მდინარემ გაიტაცა.
„მიმდინარე წლის 7 ივლისს, 18 საათსა და 46 წუთზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა შეტყობინება, რომ მარტვილში, ადიდებულ მდინარე აბაშისწყალში, 65 წლის მამაკაცი მსხვილფეხა პირუტყვის გამოსაყვანად შევიდა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18 საათსა და 50 წუთზე უკვე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. უბედური შემთხვევიდან ზუსტად 6 წუთში, შსს-ს მაშველებმა და მყვინთავებმა მამაკაცის ცხედარი 10 მეტრის სიღრმიდან ამოიტანეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები