გერმანიაში, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა დასრულდა – „ჩვენ გვჭირდება პირისპირ შეხვედრები“

გერმანიაში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა დასრულდა.
პრეზიდენტების საუბარი ნახევარ საათს გაგრძელდა. მათთან ერთად შეხვედრაზე მხოლოდ 4 ადამიანი იმყოფებოდა – ორი თარჯიმანი და ქვეყნების პირველი დიპლომატები რექს ტილერსონი და სერგეი ლავროვი.
„ჩვენ გვჭირდება პირისპირ შეხვედრები, თუ გვსურს, რომ გადავწყვიტოთ ორმხრივი საკითხები, აუცილებლად გვჭირდება პირისპირ შეხვედრები. მოხარული ვარ, რომ პირადად შეგხვდით ბატონო პრეზიდენტო და ვიმედოვნებ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენი შეხვედრა პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა მედიის კითხვებს არ უპასუხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები