ბრიტანელი ანალიტიკოსები საუდის არაბეთს დიდ ბრიტანეთში ექსტრემიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ

ბრიტანელი ანალიტოკოსები საუდის არაბეთს გაერთიანებულ სამეფოში ექსტრემიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის, ჰენრი ჯექსონის საზოგადოების მოხსენებაში წერია.
მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ საზღვარგარეთიდან დაფინანსება ისლამური ექსტრემიზმის დაფინანსებაზე, მათ შორის, ჯიჰადისტური დაჯგუფებების და ისლამის მქადაგებლების საქმიანობაზე, დიდ გავლენას ახდენს.
ანალიტიკური ცენტრი მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, რომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ღია გამოძიება ჩატარდეს. საუდის არაბეთის საელჩო დიდ ბრიტანეთში ამ ინფორმაციას სრულ სიცრუეს უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები