“რატომ დაურეკა სააკაშვილმა მარგველაშვილს”?

“რატომ დაურეკა სააკაშვილმა მარგველაშვილს?” – ამ სათაურით გაზეთი „ალია“ მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერზე, სანდრო ბრეგაძეზე დაყრდნობით, სტატიას აქვეყნებს. როგორც ბრეგაძე აცხადებს, საუბარი სააკაშვილის ინიციატივით შედგა.
„სააკაშვილმა დაურეკა მარგველაშვილს, საუბარი შეეხებოდა შემდეგს: პრეზიდენტ პოროშენკოსთან შეხვედრის დროს, მარგველაშვილს და აქედან გამომდინარე, შემდგომში საქართველოს ხელისუფლებას, არ დაესვა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი! ეს შეთანხმება შედგა სააკაშვილსა და მარგველაშვილს შორის და დღეს უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააკეთა განცხადება, რომ საკითხი სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესახებ, პოროშენკოსთან შეხვედრაზე არ დადგება! თუმცაღა, პოროშენკო მოწოდებულია, ყოველ შემთხვევაში, მოწოდებული იყო, რომ თუკი დაისმებოდა მის წინაშე აღნიშნული საკითხი, პოროშენკო და უკრაინის ხელისუფლება ამას ხელს არ შეუშლიდნენ და სააკაშვილს გადმოსცემდნენ საქართველოს ხელისუფლებას! ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ რა თქმა უნდა, სააკაშვილსა და მარგველაშვილს შორის ეს შეთანხმება არ შედგა უანგაროდ – ამ გარიგების სანაცვლოდ, სააკაშვილი და მის უკან მდგომი ძალები, ე.წ. პრეზიდენტ მარგველაშვილს შეჰპირდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ბოკერიას დაჯგუფება და სხვა „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, ბოლომდე ყველა საკითხში დაუდგებიან გვერდით ე.წ. პრეზიდენტს და მარგველაშვილთან ერთად, იბრძოლებენ იმისთვის, რომ პირველი – მოხდეს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, ერთგვარი პოლიტიკური რევანში და მეორე -ერთი წლის შემდეგ, მოხდეს მარგველაშვილის ხელახლა გაპრეზიდენტება! „ -აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები