IRGC – იორდანიაზე საჰაერო დარტყმის შედეგად, ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) აცხადებს, რომ იორდანიაში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად, ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ.

“ოპერაცია „ნასრ-2“-ის 24-ე ფაზის გაგრძელების ფარგლებში, IRGC-ის საჰაერო ძალები თავს დაესხნენ იორდანიის რუკბანის რეგიონში აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების განთავსებულ კომპლექსს და რამდენიმე მათგანი გაანადგურეს“, – ნათქვამია IRGC-ის პრესსამსახურის განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი თითოეული მოკლული ამერიკელი ჯარისკაცის სანაცვლოდ მრავალჯერად შურს მიიღებს და დასძინა, რომ შესაბამისი დირექტივა მან აშშ-ის სამხედრო ძალების უმაღლეს სარდლობას უკვე გადასცა.

ცნობისთვის, 8 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან 18 ივნისის ღამეს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში დატოვა. 8 ივლისის შემდეგ, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანზე რამდენიმე თავდასხმა განახორციელეს. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი ირანის ქმედებებზე ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით მყოფი კომერციული გემების წინააღმდეგ. ირანის სამხედრო ძალებმა საპასუხოდ დარტყმები განახორციელეს ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ქვეყანაში აშშ-ის ბაზებზე. თეირანმა ასევე ვაშინგტონი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები