ლევან მახაშვილი: გერმანიის წინა ელჩის წასვლასთან ერთად გადაიდგა ძალიან პოზიტიური ნაბიჯები იმისკენ, რომ ჩვენ აღვადგინოთ ორმხრივი ურთიერთობები

“ფაქტი ერთია, წინა ელჩის წასვლასთან ერთად, რამდენიმე დღეში ვხედავთ პოზიტიურ ნაბიჯებს”, – ასე აფასებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
ლევან მახაშვილი ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნას და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან იმ გვერდის წაშლას, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

მახაშვილის თქმით, გადაიდგა ძალიან პოზიტიური ნაბიჯები იმისკენ, რომ საქართველომ გერმანიასთან ორმხრივი ურთერთობები ​აღადგინოს.

„ჩვენ ვხედავთ ერთ რამეს, რომ გერმანიის წინა ელჩის წასვლასთან ერთად გადაიდგა ძალიან პოზიტიური ნაბიჯები იმისკენ, რომ ჩვენ აღვადგინოთ ორმხრივი ურთერთობები და დავაბრუნოთ ცივილური დიალოგის ფარგლებში.

იმედია ეს ნაბიჯები გაგრძელდება, ჩვენი მხრიდანაც თუ რაიმე იქნება საჭირო, რომ ხელი შევუწყოთ პოზიტიურ დინამიკას ხელს შევუწყობთ მაქსიმალურად. დანარჩენი საზოგადოებამ შეაფასოს ვისი ბრალეულობა იყო, ის რომ დღეს ურთიერთობები ჩიხურ მდგომარეობაშია, ფაქტი ერთია, წინა ელჩის წასვლასთან ერთად, რამდენიმე დღეში ვხედავთ პოზიტიურ ნაბიჯებს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ალექსანდრე კარტოზიას მიერ გერმანიის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ჩანიშვნის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიდან წაიშალა ის გვერდი, სადაც სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად იყო მოხსენიებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები