სტიქიით დაზარალებული, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში აღდგენითი და ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება

default

სტიქიით დაზარალებული, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში აღდგენითი და ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება.

ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე – ილია ბეგიაშვილი, მელიორაციის გენერალური დირექტორი – გიგლა თამაზაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე – დავით კვინიკაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ, მათი საჭიროებები მოისმინეს და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს სოფელში არსებული მდგომარეობა მას შემდეგ, რაც სტიქიით გამოწვეულმა წყალდიდობამ ერისიმედი მნიშვნელოვნად დააზარალა.

“წყალდიდობის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები და დაზიანდა სოფლის ინფრასტრუქტურა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები