რუსულმა ძალებმა სუმზე დრონებით იერიში მიიტანეს – არიან დაშავებულები
რუსულმა ძალებმა 20 ივლისის ღამით უკრაინის ქალაქ სუმზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს.
სუმის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სავაჭრო ცენტრი, რის შემდეგაც ადგილზე ხანძარი გაჩნდა.
უკრაინული მხარის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავდა სულ მცირე ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობდნენ.