გიორგი ანდრიაძე: “ციანიდის საქმე“ სპექტაკლია, რადგანაც არც პატრიარქს კლავდნენ და არც შორენა თეთრუაშვილს

“ციანიდის საქმე“ სპექტაკლია, რადგანაც არც პატრიარქს კლავდნენ და არც შორენა თეთრუაშვილს“, – ამ სათაურით გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში მკითხველს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან გიორგი ანდრიაძესთან ინტერვიუს სთავაზობს.
როგორც გიორგი ანდრიაძე გამოცემასთან აცხადებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობაში ეჭვი არ ეპარება მეუფე პეტრეს. თუმცა, ამასთანავე ადრიაძისთვის გაუგებარია, რატომ არ აზიარა მეუფე პეტრემ პატიმარი გიორგი მამალაძე. ამასთანავე, გიორგი ანდრიაძე ამბობს, რომ საპატრიარქო „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით მოკლე განცხადებებით შემოიფარგლება და ეს ასეც უნდა იყოს. მისივე თქმით, საპატრიარქო საერთოდ არ უნდა ჩართულიყო ამა თუ იმ ძალასთან ოპონირებაში, მაგრამ ჩაითრიეს. ანდრიაძე აცხადებს, რომ საზოგადოება საპატრიარქოსა და დეკანოზ მამალაძეს შორის დაპირისპირების მომსწრე გახდა. როგორც ცნობილია, გიორგი მამალაძეს ოპერატიული სამსახურები უთვალთვალებდნენ და ფარულად უსმენდნენ, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ მის მიერ ციანიდის შესყიდვის ფაქტი ვერ დააფიქსირეს, არადა დეკანოზი არც ჯეიმს ბონდია და არც მატა ჯარი, რომ სპეცსამსახურებს შეუმჩნევლად დასხლტომოდა ხელიდან. დიდი ხანია ვამბობ, რომ „ციანიდის“ საქმე სპექტაკლია, რადგან არც პატრიარქს კლავდნენ და არც შორენა თეთრუაშვილს. თავად განსაჯეთ – თეთრუაშვილის ან სხვა ვინმეს მოკვლა რომ ნდომოდათ. ამისათვის გერმანიაში წასვლა რა საჭირო იყო, როცა საქართველოში გაცილებით ადვილად ჩაიდენდნენ დანაშაულს?! საუბედუროდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციაში ძირითად როლს ასრულებენ ქართული ტელევიზიები, რომლებიც უკვე მესამე თვეა, დემონსტრაციულად არ მითმობენ ეთერს და „ციანიდის“ საქმეს „ ცალმხრივად აშუქებენ. რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2“ -მა ინტერვიუ ჩამომართვა, მაგრამ ეთერში არ გაუშვეს. საპატრიარქო „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით მოკლე განცხადებებით შემოიფარგლება და ეს ასეც უნდა იყოს. მეტიც, საპატრიარქო საერთოდ არ უნდა ჩართულიყო ამა თუ იმ ძალასთან ოპონირებაში, მაგრამ ჩაითრიეს და ზიარების საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსა და დეკანოზ მამალაძეს შორის დაპირისპირების მომსწრენიც კი გავხდით. ზიარების მიღება ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის პატიმრის რელიგიური უფლებაა და სანამ მეუფე იაკობი ეპიტიმიას დაადებდა, მეუფე პეტრემ რატომ არ აზიარა დეკანოზი მამალაძე? დიახ, პეტრე ცაავა მამალაძის უდანაშაულობაში დარწმუნებულია, გაიძახის, ციხეში მართალი კაცი ზისო და მთელი ოთხი თვის განმავლობაში, შეეძლო ეზიარებინა“, – აცხადებს გაზეთ „ასავალ -დასავალთან“ ინტერვიუში გიორგი ანდრიაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები