უკრაინელი მკვლევარი: სააკაშვილი ოდესაში ჩაფლავდა

“სააკაშვილი ოდესაში ჩაფლავდა. ოდესელებს უამრავ რამეს დაჰპირდა, მაგრამ გაკეთებული ძალიან მცირეა”, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ უკრაინელი მკვლევარი, ორგანიზაცია PEN UKRAINE-ს დირექტორი – ტარას მიხალნიუკი აცხადებს. მისი თქმით, სააკაშვილს საკმარისი დრო ჰქონდა, რომ გამოცდა ჩაებარებინა
„სააკაშვილი ოდესაში ჩაფლავდა. ოდესელებს უმრავ რამეს დაჰპირდა,მაგრამ გაკეთებული ძალიან მცირეა. სააკაშვილს საკმარისი დრო ჰქონდა, რომ გამოცდა ჩაებარებინა. ჩვენ გვაქვს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ სუსტი სახელმწიფო ინსტიტუციები. შეადარეთ ეს იანუკოვიჩის მმართველობის წლებს, რომელსაც უნდოდა, მართვის სადავეები მის ხელში ყოფილიყო, მაგრამ არ გამოუვიდა. ოლიგარქებიც კი დემოკრატიის წესით თამაშობენ – ძალაუფლების სრული მონოპოლიზების უფლება არავის ეძლევა. აქ არსებობს ძალთა ბალანსი, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია, საკუთარი მიზნებისთვის იბრძოლოს“, -აცხადებს უკრაინელი მკვლევარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები