ზურაბ აბაშიძე: პრაღაში კარასინთან შეხვედრაზე საბაჟო კონტროლის საკითხებს განვიხილავთ

“7 ივლისს, ქართულ-რუსული დიალოგის ფორმატში, მორიგი შეხვედრა გაიმართება”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან კარასინთან დაგეგმილ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებზე ისაუბრა.
„7 ივლისს გაიმართება მორიგი შეხვედრა ქართულ-რუსული დიალოგის ფორმატში პრაღაში. ამ შეხვედრამდე, მე და მინისტრის მოადგილეს, დავით დონდუას გვექნება 5-6 ივლისს შეხვედრები ბრიუსელში, ევროკავშირის სტრუქტურებში, სადაც ვისაუბრებთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, ჟენევაში საერთაშორისო კონსულტაციების პრობლემატიკაზე, ასევე, ქართულ-რუსული დიალოგის მიმდინარეობაზე. პრაღაში ჩვენ გვაქვს დღის წესრიგი. იგი ეხება კონკრეტულ საკითხებს, როგორიცაა სავაჭრო -ეკონომიური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები, ამ შეხვედრაზე ჩვენ გვინდა ხაზგასმით განვიხილოთ საბაჟო მონიტორინგის თაობაზე 20011 წელს ხელმოწერილი საკითხი. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს ამ ხელშეკრულების იმპლემენტაცია“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრაღაში, ჟენევის ფორმატის მორიგი შეხვედრა 7 ივლისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები