კიევში ტერაქტის შედეგად დაღუპული უკრაინელი სამხედროს ვინაობა ცნობილია

კიევში დღეს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპული უკრაინელი სამხედროს ვინაობა ცნობილია. ეს სამხედრო დაზვერვის პოლკოვნიკი მაქსიმ შაპოვალია. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც შაპოვალი იმყოფებოდა, დილით აფეთქდა. დაზვერვის ოფიცერი, რომელიც საჭესთან იჯდა, ადგილზე დაიღუპა, ხოლო მის გვერდით მჯდომი პირი დაშავდა. პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები