ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორი დაბომბეს. შეტევა მას შემდეგ განხორციელდა, რაც პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორია დაბომბეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ისრაელის ავიაციამ იერიში მოძრაობა „ჰამასის“ ორ ობიექტზე მიიტანა.
ღაზას სექტორის წარმომადგენელთა განცხადებით, ავიაიერიშის შედეგად, შენობები დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
ისრაელის მხარემ მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასს“ დააკისრა, რომელის ღაზას სექტორს აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები