„პატრიარქმა ყველა დეტალი იცის დეკანოზის საქმის – რაც ხალხმა ნახა, ის პატრიარქმაც ნახა“

“დეკანოზი გიორგი მამალაძე რომ დამნაშავე აღმოჩნდეს და მოუნანიებელი ვაზიაროთ, ეს მეტად დააზიანებს”, – ამის შესახებ მამა შალვა კეკელია გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
კეკელიას განმარტებით, არსებობს საეკლესიო კანონი იმის შესახებ, რომ სანამ განაჩენი არ დადგება, იქამდე მისი ზიარება არ შეიძლება.
„მთელი არსებით მინდა, რომ დეკანოზი გიორგი არ იყოს დამნაშავე, ეს უნდა პატრიარქსაც. პატრიარქს უყვარს ის. იმ დაცემულ შვილზე კიდევ უფრო ნერვიულობს, უფრო მეტად უყვარს. პატრიარქმა ყველა დეტალი იცის დეკანოზის საქმის – რაც ხალხმა ნახა, ის პატრიარქმაც ნახა“, -აცხადებს მამა შალვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები