მუხრანში მამაკაცმა მეუღლე მოკლა, შვილი კი დაჭრა

  სოფელ მუხრანში ოჯახური კონფლიქტის გამო მამაკაცმა მეუღლე და რძალი მოკლა, შვილი კი დაჭრა. შსს-ს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და მცხეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივი  სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1960 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ო. განზრახ მკვლელობის ბრალდებით მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა მეუღლე, შვილი და რძალი. მეუღლე – 1966 წელს დაბადებული ხარულა კ. მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, რძალი – 1992 წელს დაბადებული ეკა ტ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილი შვილი – 1987 წელს დაბადებული შალვა ო. საავადმყოფოში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაკავებული აღიარებს დანაშაულს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსსკ-ის 109-ე მუხლით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები