“მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობას მამა გიორგისთან მიმართებაში უხეშად და უსამართლოდ იყენებს!“

„ჩემ ძმას პროვოკაცია მოუწყვეს, რომლის უკანაც შორენა თეთრუაშვილი და მეუფე იაკობი არიან“, – ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
თორნიკე მამალაძე გამოცემასთან კიდევ ერთხელ იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, დაპატიმრებამდე რამდენიმე თვით ადრე, საპატრიარქოში აუდიტი ჩაატარა, სადაც მან შორენა თეთრუაშვილისა და მეუფე იაკობის მიერ ჩადენილი უამრავი დარღვევა გამოავლინა.
„მამა გიორგის ციხეში ჯდომით შორენა თეთრუაშვილი და მეუფე იაკობი არიან დაინტერესებული! ჩემმა ძმამ საპატრიარქოში აუდიტი ჩაატარა და უამრავი დარღვევა გამოავლინა, რომელიც მეუფე იაკობს, შორენა თეთრუაშვილსა და კიდევ ერთ პირს უკავშირდება. ამიტომაც ცდილობდნენ ისინი მამა გიორგი თავიდან მოეშორებინათ, მაგრამ ვერ აღმოუჩინეს ვერანაირი დარღვევა, რომლის საფუძველზეც, სამსახურიდან მის გაგდებას შეძლებდნენ. სწორედ ამის შემდეგ მოუწყვეს ჩემს ძმას ის პროვოკაცია, რომლის შესახებაც დღეს პატრიარქიც საუბრობს და რომლის უკანაც სწორედ შორენა თეთრუაშვილი და მეუფე იაკობი დგანან“ – აცხადებს ბრალდებულის ძმა თორნიკე მამალაძე.
ამავე ინტერვიუში, თორნიკე მამალაძე მეუფე გიორგი მამალაძის საპატიმროში ზიარების საკითხზე კიდევ ერთხელ საუბრობს. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ სწორედ მეუფე იაკობი უკრძალავს სასულიერო პირებს, რომ მეუფე გიორგი მამალაძე საპატიმროში ინახულონ.
„სწორედ მეუფე იაკობია ის პიროვნება, რომელიც სასულიერო პირებს ჩემი ძმის ციხეში მონახულებას უკრძალავს. “მამა გიორგის უშუალო მღვდელმთავარი მეუფე დიმიტრი ბრძანდებოდა, მისი ზიარების საკითხიც მან უნდა გადაწყვიტოს და ეს ჩვენ არ გვეხებაო”, მაგრამ ახლა საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩემი ძმის წინააღმდეგ მეუფე იაკობი მოქმედებს და ცდილობს, მამა გიორგიმ ზიარება არ მიიღოს. ჩემი შეხედულებით, მეუფე იაკობი პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობას მამა გიორგისთან მიმართებაში უხეშად და უსამართლოდ იყენებს!“ – აცხადებს თორნიკე მამალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები