დავით მათიკაშვილი: პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ექნება დემოკრატიული პლურალისტული კონსტიტუცია

„პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ექნება განსაკუთრებული, განსაკუთრებით დემოკრატიული პლურალისტული კონსტიტუცია და ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ნათელი მომავლის“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა გააკეთა.
საქართველოს პარლამენტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს კონსტიტუციურ კანონს. დავით მათიკაშვილის შეფასებით, ამ გადაწყვეტილების მიღებაზე ქართულმა საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია მაშინ მისცა, როდესაც იგი საქართველოს პარლამენტში, საკონსტიტუციო უმრავლესობით იქნა წარმოდგენილი.
„ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა ყველაზე დიდი მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში და ეს მხარდაჭერა, გარწმუნებთ, არაერთხელ დადასტურდება უახლოეს არჩევნებში. საკონსტიტუციო კომისია და მთლიანად პროცესი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. პარლამენტი აუცილებლად მიიღებს ძალიან კარგ კონსტიტუციას და ჩვენ ჩვენი ევროპული მომავლისკენ ვივლით, ამ ახალი ძირითადი კანონით“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები