ილია მეორე ე.წ. ციანიდის საქმეზე: ჩვენ სასამართლოს საქმეში ვერ ჩავერევით, არ გვაქვს უფლება ჩავერიოთ

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ბრძოლა არა მამა გიორგის წინააღმდეგ და არა სხვების წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ არის ეს ბრძოლა”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებთან შეხვედრისას ბრძანა.
შეხვედრისას, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ აღნიშნა, რომ თუ სასამართლოს სხდომები დახურული იქნება, სიმართლეს ვერავინ გაიგებს.
საპასუხოდ კი პატრიარქმა აღნიშნა, რომ სასამართლო პროცესში ეკლესია ვერ ჩაერევა.
„ახლა, რაც შეეხება სასამართლოს პროცესს,  ჩვენ ვერ ჩავერევით მათ საქმეში. ჩვენ არც გვაქვს უფლება, ჩავერიოთ, ეს თვითონ იციან“, – აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები